LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ისე ძალიან ამიჩუყდა გული” – სელენა გომესი თაყვანისმცემელმა აატირა

168
slenegmsnews

27-ე დაბადების დღე სელენა გომესმა 22 ივლისს რომში აღნიშნა, სადაც მეგობრებთან, საყვარელ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გაემგზავრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, თაყვანისმცემელს მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის და თბილი სიტყვებისთვის.

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან არ უბრალოდ მილოცვა, არამედ პოზიტიური ენერგია მივიღე და ისე ძალიან ამიჩუყდა გული, რომ სიხარულისგან გულწრფელად ავტირდი“, – აღნიშნა გომესმა საკუთარ Instagram-ზე და თაყვანისმცემელი ახალი ფოტოთი გაახარა, რომელზეც რომის არაჩვეულებრივი დაისის ფონზე თეთრი კაბით პოზირებს, გამოცემასთან People ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ არაჩვეულებრივად გაატარა არდადეგები იტალიაში და მშვენიერი დასვენება მოიწყო რომში, მერე კი, ულამაზეს კუნძულ კაპრიზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები