ცნობილი ფაქტია, რომ შარშან, კეტი პერიმ Met Gala გამოტოვა, თუმცა მაშინ ქსელი მისმა ფოტოებმა მაინც მოიცვა. ფოტოები ყველაზე მოდურ საღამოზე, მის ყოფნას გვაუწყებდა.
გასულ წელს არტისტი კოსტიუმების წვეულებას მართლაც არ დასწრებია, სურათები კი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აღმოჩნდა.
იქიდან გამომდინარე, რომ მომღერალი ამჟამად ტურნეშია, ამ მიზეზით ის წლევანდელ ღონისძიებაზეც არ წარმდგარა, მაგრამ როგორც ჩანს, ისტორია განმეორდა.
საქმე ისაა, რომ ინტერნეტში კვლავ გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც პერი წლევანდელი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზეა აღბეჭდილი. ცხადია, ეს კადრებიც არარეალურია და მათ შესახებ კომენტარი, თავად პერიმაც გააკეთა. შარშანდელის მსგავსად, შემსრულებელმა მისი Met Gala-ზე ყოფნის შესახებ შეტყობინება, დედისგანაც მიიღო.
კეტი პერი Met Gala-ს არ დასწრებია, თუმცა წითელ ხალიჩაზე გადაღებული მისი ფოტოები მაინც გავრცელდა
ცნობისთვის, Met Gala-ზე კეტი პერი, 2022 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.