LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Italdesign-მა Honda NSX-ის განახლებული ვერსია წარმოადგინა – NSX Tribute

114
1428x1428

ცნობილმა იტალიურმა დიზაინ-ატელიემ Italdesign საზოგადოებას ლეგენდარული სუპერქარის, Honda NSX-ის, თანამედროვე ინტერპრეტაცია წარუდგინა. პროექტს NSX Tribute ეწოდა და ის ორიგინალური მოდელისადმი პატივის მისაგებად შეიქმნა.

ახალ ვერსიას შეუცვალეს როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი, თუმცა ტექნიკური დეტალები – განსაკუთრებით ძალოვანი აგრეგატის შესახებ, ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილი ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და თითოეული ეგზემპლარი ინდივიდუალური შეკვეთით შეიქმნება.

ყველაზე თვალში საცემ ელემენტად უკანა ნაწილი ითვლება – ავტომობილი აღჭურვილია გიგანტური მართკუთხა უკანა ფარით, რაც მას მკვეთრად გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს და კლასიკურ NSX-ს თანამედროვე დიზაინის ენით ახსენებს.

მეორე თაობის Honda NSX (ზოგიერთ ბაზარზე Acura NSX-ის სახელით) იწარმოებოდა 2016–2022 წლებში. სუპერქარი აღჭურვილი იყო შუაში განლაგებული 3.5-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავით, რომელსაც სამი ელექტრო ძრავა ეხმარებოდა. საერთო ჯამში სისტემა 581 ან 610 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მოდიფიკაციის მიხედვით. ცხრა-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი ძალას ოთხივე ბორბალზე ანაწილებდა, რის შედეგადაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება დაახლოებით 3 წამში ხდებოდა, მაქსიმალური სიჩქარე კი 307 კმ/სთ-ზე იყო შეზღუდული.

მეორე თაობის NSX-ის საერთო წარმოება 3000 ეგზემპლარზე ნაკლები იყო, რის გამოც Italdesign-ის პროექტისთვის საჭირო ავტომობილები, სავარაუდოდ, დონორებად მეორად ბაზარზე იქნება მოძიებული. ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეიძენს თუ არა ატელიე მანქანებს დამოუკიდებლად, თუ კლიენტებს საკუთარი NSX-ის მიწოდებას შესთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები