LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნა სცადეს

127
collage

იტალიელმა მეცნიერებმა გამოცემა National Library of Medicine-ში აბრუცოს რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. საქმე ისაა, რომ იტალიის ულამაზეს კუთხეში უამრავი 100 წელს მიღწეული ადამიანი ცხოვრობს.

კვლევაში სწორედ 90-100 წლის იტალიელები მონაწილეობდნენ.

როგორც გაირკვა, ყველა მათგანი უარს ამბობს გვიან ვახშამზე, არადა გვიანი ვახშამი იტალიელების საყვარელი ტრადიციაა. აბრუცოს რეგიონში მცხოვრები ხანდაზმულები კი ტრაპეზობას 19:13 საათზე ასრულებენ და მხოლოდ 17 საათის შემდეგ საუზმობენ.

ასევე, მათი რაციონი ძალიან ბევრ ხილს, ბოსტნეულს და მარცვლეულს მოიცავს. მენიუში არის ხორცი და კვერცხიც, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.

კვლევის მონაწილეებმა ისიც დაადასტურეს, რომ მთელი ეს წლები ძალიან ცოტა ტკბილეულს იღებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები