LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელმა მოძღვარმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს და ის კოკა კოლის რეკლამისთვის მოიგონეს

47
Italy,  Noto - undated.Monsignor Antonio Stagliano', bishop of Noto  (Credit Image: ? Ios/ROPI via ZUMA Press)

იტალიელმა მოძღვარმა ანტონიო სტალიანომ ბავშვებს უთხრა, რომ სანტა კლაუსი მითია, მისი წითელი კოსტიუმი კი სინამდვილეში კოკა კოლის რეკლამისთვის შეიქმნა. ამ განაცხადების გამო რომის კათოლიკური ეპარქიის წარმომადგენლებს მშობლებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწიათ.

როგორც ეპარქიის კომუნიკაციების დირექტორმა Facebook-ზე დაწერა, მის კოლეგას სურდა შობის ნამდვილი მნიშვნელობისთვის გაესვა ხაზი.

„ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ბავშვის წარმოსახვა, არამედ კიდევ უფრო განვავითაროთ ის. სანტა კლაუსი არის სიმბოლო იმის, თუ რა მნიშვნელოვანია ჩუქება, სხვებზე ზრუნვა. თუმცა, როდესაც ეს მითი აზრს კარგავს, ჩვენ ვხედავთ სანტას, რომელიც გვასწავლის, რომ უნდა ვიყიდოთ კიდევ და კიდევ უფრო მეტი.“

თუმცა, ბევრ მშობელს სულაც არ მოეწონა ყურადღების რელიგიურ ნაწილზე გამახვილების იდეა. მათ მოძღვარი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან ბავშვებს იმედები წაართვა, ბავშვებს, რომელთა ბავშვობაც პანდემიის გამო ისედაც დანგრეულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები