გადამუშავებული საქონლის ხორცის, მაგალითად, ბეკონის, სოსისის ან შაშხის მიღება, სიმსივნეს იწვევს. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვა. დასკვის მიხედვით, ყოველდღიურად მიღებული 50 გრამი გადამუშავებული საქონლის ხორცი მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნის წარმოშობის რისკს 18% – ით ზრდის.
გადამუშავებულ საქონლის ხორცს, კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტომ (IARC) „კანცეროგენული“ პროდუქტის კლასიფიკაცია მიენიჭა. როგორც სააგენტო აცხადებს, უმი საქონლის ხორცის დამუშავება ხდება დამარილებით, სხვადასხვა ქიმიკატების ან სანელებლების დამატებით, შებოლვით და სხვა მსგავსი პროცედურებით. ზემოთხსენებული ფაქტორები კი უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე.
ასევე, კვლევაში ნათქვამია, რომ საქონლის ხორცს ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. მთავარია სწორად მოვამზადოთ. სპეციალისტები გვირჩევენ საქონლის ხორცი ზედმეტად არ შევწვათ, ან მოვხარშოთ. რაც შეეხება ძეხვეულს, შებოლილს და დაკონსერვებულ საქონლის ხორცს, სასურველია ისინი რაციონიდან მთლიანად ამოვიღოთ.
