LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იყიდება იშვიათი BMW, რომელიც BMW-ის გარეშე შეიქმნა 

133
1428x1428

ონლაინ აუქციონზე Bring a Trailer გამოიტანეს ძალიან იშვიათი კაბრიოლეტი – EMW 327 Sport, რომელიც 1955 წელს არის გამოშვებული. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი რეალურად ეფუძნება კლასიკურ BMW 327-ს, ის BMW-ის უშუალო მონაწილეობის გარეშე აღმოსავლეთ გერმანიაშია შექმნილი.

საუბარია ქარხანაზე Eisenacher Motorenwerk (EMW), რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის კონტროლქვეშ გადავიდა. თავდაპირველად იქ კვლავ BMW-ის სახელით უშვებდნენ მანქანებს, თუმცა 1952 წლიდან ბრენდი EMW-ით შეიცვალა და ლოგოც შეიცვალა – ლურჯი და თეთრის ნაცვლად წითელ0 და თეთრი გახდა.

არსებული შეფასებით, ამ მოდელის მხოლოდ დაახლოებით 505 ეგზემპლარი შეიქმნა. კონკრეტული კაბრიოლეტი, რომელიც ახლა აუქციონზეა, სავარაუდოდ ერთ-ერთია იმ ბოლო მანქანებს შორის, რომლებიც ქარხანამ აიზენახში გამოუშვა.

ავტომობილი აღჭურვილია:

  • 2.0 ლიტრიანი რიგითი ექვსცილინდრიანი ძრავით
  • ორი Solex-ის კარბურატორით
  • დაახლოებით 55 ცხენის ძალით
  • ოთხსაფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით

მანქანამ 2000 წელს სერიოზული რესტავრაცია გაიარა, მათ შორის ძრავის კაპიტალური შეკეთება. თუმცა მოგვიანებით, როგორც ჩანს, არასათანადო პირობებში ინახებოდა, რის გამოც კორპუსზე გარკვეული დეფექტებია.

აუქციონზე ამ დროისთვის მისი ფასი 40 250 დოლარს აღწევს, თუმცა ვაჭრობის დასრულებამდე კიდევ სამი დღე რჩება.
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები