LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: აფრიკის რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 111%-ით გაიზარდა – „ომიკრონ“ შტამი მსოფლიოს 76 ქვეყანაშია დადასტურებული

204
BeFunky-collage (41)

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი, 111 %-იანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკის რეგიონში.

გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი, 674 019 შემთხვევა შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, მას მოსდევს გერმანია 351 738 შემთხვევით, გაერთიანებული სამეფო – 350 340 ინფიცირებულით, საფრანგეთი- 335 972 და რუსეთი 215 283 დადასტურებული შემთხვევით.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი კი 76 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

magti 5g