LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმრთელობა და სილამაზე „ავერსის“ აფთიაქებში – როგორ აღნიშნა კომპანიამ ფარმაცევტის საერთაშორისო დღე: „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორი, ეკა ბურძენიძე გადაცემაში „პულსი“

417
ეკა-ბურძენიძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორი, ეკა ბურძენიძე სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა თუ როგორ აღნიშნა კომპანია „ავერსმა“ ფარმაცევტის საერთაშორისო დღე: 

-„ავერსის“ ყველა აფთიაქი აღნიშნულია ამ ნიშნით, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის, ინოვაციური და თანამედროვე პულსი იგრძნობა თქვენს ქსელში. ასევე ტექნიკური სიახლეები, რომელიც დაინერგა თქვენს სააფთიაქო ქსელში და საკმაოდ წარმატებულად – მოდით ამ ტექნოლოგურ სიახლეებზე ვისაუბროთ…

ახლახან აღინიშნა ფარმაცევტის საერთაშორისო დღე, რომელიც ჯეროვნად აღნიშნეთ თქვენს კომპანიაში. რამდენი ფარმაცევტი გყავთ ქსელში, როგორ აღნიშნეთ ეს დღე და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია და რით არის ღირებული? რით იყო განსხვავებული წლევანდელი წელი „ავერსის“ თანამშრომლებისთვის?

– 25 სექტემბერს აღვნიშნეთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღე, ეს ჩვენთვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი კომპანია დგას ჩვენს ფარმაცევტებზე და ჩვენთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი თანამშრომლები არიან. ჩვენი კომპანიის იმიჯს საზოგადოებასთან, ჩვენი ფარმაცევტები წარმოადგენენ. ასე ვთქვათ, ჩვენი ფარმაცევტები წინა ხაზზე არიან. ასე რომ, ყოველწლიურად აღვნიშნავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს, თუმცა წელს გადავწყვიტეთ უფრო გრანდიოზულად აღგვენიშნა ჩვენი თანამშრომლებისთვის და გადავწყვიტეთ, რომ ვისაც ჩვენთან მუშაობის 25 და მეტი წელი შეუსრულდა, დაგვესაჩუქრებინა სოლიდური პრიზით. ეს არის მოგზაურობა კრუიზით და ჩვენი ფარმაცევტები ნოემბერში იმოგზაურებენ 7 ვარსკვლავიანი გემით და მოინახულებენ სამ ქვეყანას – იტალიას, საფრანგეთსა და ესპანეთს.

-ვისაუბროთ შემოდგომის სეზონსა და თქვენს სააფთიაქო ქსელზე – რამდენი აფთიაქია თქვენს ქსელში, სად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით… ვიცით, რომ დარჩენილია რამდენიმე წერტილი, რომლის ათვისებასაც გეგმავთ?

-„ავერსი ყველგან“. ჩვენ ვართ თითქმის მთელ საქართველოში. დღეისთვის გვაქვს 365 აფთიაქი. აქედან მათი ძირითადი ნაწილი (212 აფთიაქი) განთავსებულია რეგიონებში. თუმცა, დაგვრჩა სულ რამდენიმე ლოკაცია სადაც არ ვართ წარმოდგენილი და დაგეგმილი გვაქვს ამ ლოკაციებში, უახლოესი თვეების განმავლობაში გავხსნათ აფთიაქი. პირველი ასეთი ლოკაცია იქნება ყაზბეგი, სადაც წლის ბოლომდე გვექნება ძალიან ლამაზი და კარგი აფთიაქი და შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც სხვა აფთიაქებით სარგებლობენ უკვე ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე მიიღონ მომსახურება. ჩვენ ასევე დავიწყეთ დიდ სოფლებში აფთიაქების გახსნა. ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის. ძალიან მაღალი მაჩვენებელია მომხმარებელთა კმაყოფილების, რადგან აღარ უწევთ მედიკამენტის შესაძენად რაიონულ ცენტრებში ჩასვლა და რაც მთავარია მათ ემსახურებიან პროფესიონალი ფარმაცევტები. ამ პროექტის გაფართოებას ვაპირებთ მიმდინარე წელსაც და მომდევნო წელსაც. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს დიდ ქალაქებში სააფთიაქო ქსელების გაფართოება. ჩვენი მიზანია ყველა მომხმარებელს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მოკლე მანძილის გავლით შეძლოს ჩვენს აფთიაქთან მისვლა და მომსახურების მიღება.

-„ავერსის“ ყველა აფთიაქი აღნიშნულია ამ ნიშნით – გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის, ინოვაციური და თანამედროვე პულსი იგრძნობა თქვენს ქსელში. ასევე ტექნიკური სიახლეები, რომელიც დაინერგა თქვენს სააფთიაქო ქსელში და საკმაოდ წარმატებულად. მოდით ამ ტექნოლოგურ სიახლეებზე ვისაუბროთ…

-დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე მიიღოს პროფესიონალური მომსახურება. ჩვენ დღეისთვის 270 აფთიაქში გვაქვს თვითმომსახურების აპარატი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მობილურია. თვითმომსახურების აპარატი ჯერჯერობით არ ეხება მედიკამენტებს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში განთავსებულია რობოტი. რობოტით ხდება მედიკამენტების შეგროვება, ფარმაცევტი წამლის შეგროვებაში არ ხარჯავს დროს და მთელს თავის დროს უთმობს მომხმარებელს, რათა მისცეს კვალიფიციური რჩევა, გააცნოს მედიკამენტის მიღების წესი. ამ დროის განმავლობაში კი მედიკამენტები უკვე მომზადებულია, ფარმაცევტი კი აიღებს და მიაწვდის მომხმარებელს. ამ მიმართულებით რობოტმა გაამართლა. მომხიბლავია როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

– ანუ რობოტებს „ავერსის“ სხვა სააფთიაქო ქსელებშიც უნდა ველოდოთ?

-დიახ, უნდა ველოდოთ. იმისთვის, რომ დავაჩქაროთ მომსახურების სისწრაფე, რათა მომხმარებელს ნაკლები დრო დასჭირდეს მომსახურების მისაღებად და ასევე შევამსუბუქოთ ჩვენი თანამშრომლების შრომა. ფარმაცევტობა, ერთ-ერთი რთული პროფესიაა, რადგან ძალიან საპასუხისმგებლოა. მას სჭირდება დიდი მოთმინება, უნდა იყოს პროფესიონალი და ემპათიური მომხმარებლის მიმართ და უნდა შეძლოს ყველა მომხმარებლის მომსახურება გულისხმიერად და პროფესიონალურად, რადგან ხშირად ეს მკურნალიც კი არის პაციენტისთვის. ეს ყველაფერი კი განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას.

-ავერსის „აფთიაქები“ კარგა ხანია აღარ არის უბრალოდ აფთიაქები. მოდით ვისაუბროთ რა ხდება მედიკამენტების სფეროს მიღმა. როგორ არის განაწილებული, რა ბრენდები გაქვთ, რამდენად ხელმისაწვდომია ეს პროდუქტები ფართო მასებისთვის და რისი შესაძლებლობა ეძლევა მომხმარებელს, რომელსაც უყვარს და აფასებს თავის მოვლას?

-ჩვენი მსმენელი უკვე შენიშნავდა, რომ შეიცვალა ჩვენი აფთიაქების ფორმატი. გაფართოვდა დარბაზი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით არამედიკამენტები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. მომხმარებლებს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი კატეგორიისა და ნებისმიერი ბრენდის თავის მოვლის საშუალებები შეიძინონ, რაც კი არსებობს მსოფლიოში. საუბარია, როგორც მაღალ ბიუჯეტურ, ასევე საშუალო და დაბალბიუჯეტურ პროდუქტზე. ჩვენ შეგვიძლია, რომ თავის მოვლის საშუალებებში, ბავშვთა აქსესუარებში, ბავშვთა კვებაში, ბავშვთა მოვლის საშუალებებში და ასე შემდეგ ყველა მომხმარებელს შევთავაზოთ მისთვის სასურველი პოზიციები. ჩვენს აფთიაქებში დღეს იყიდება ისეთი მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა  VICHY, TOPICREM, Avène, Cerave და ასე შემდეგ. ნებისმიერი ბრენდი, რომელსაც ისურვებს მომხმარებელი, შეუძლია მობრძანდეს ჩვენს აფთიაქში და შეარჩიოს მისთვის სასურველი პოზიცია და შეიძინოს. ამავე დროს არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა დიდი ფასდაკლებებს, რომელიც ძალიან ხშირად გვაქვს ჩვენს სააფთიაქო ქსელში. ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციას ვავრცელებთ სოციალური ქსელის მეშვეობით და მომხმარებელს აქვს საშუალება დაელოდოს ფასდაკლებას და მისთვის სასურველი ფასით შეიძინოს  სასურველი პროდუქტი.

-რაც შეეხება ბავშვთა თემას. რამდენად პრიორიტეტულია „ავერსისთვის“ ბავშვთა თემა? თუნდაც აფთიაქების ვიზუალური დათვალიერებისას ჩანს რამხელა წილი ეთმობა ბავშვთა პროდუქციას.

-გეთანხმებით, ბავშვთა მოვლა და კვება და აქსესუარები ჩვენი აფთიაქის განუყოფელი ნაწილია. მას ჩვენს სავაჭრო დარბაზებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წილი აქვს ამ პოზიციებს დათმობილი. ვართ წარმოდგენილი სრული ასორტიმენტით. ნებისმიერი კვების პროდუქტი, აქსესუარი თუ მოვლის საშუალება შეუძლია იპოვოს დედამ ჩვენს აფთიაქში. რამდენიმე თვის წინ ჩვენს აფთიაქებს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრენდი Chicco, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი ევროპული ბრენდია ძალიან მაღალი ხარისხის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდია ასორტიმენტი დაწყებული ბავშვთა ბავშვთა მოვლიდან, დამთავრებული ეტლებით, მაგიდებით, სათამაშოებით და ასე შემდეგ. Chicco-ს პირველი შოურუმი გავხსენით „ქარვასლას“ სავაჭრო ცენტრში, სადაც წარმოდგენილია Chicco-ს სრული ასორტიმენტი. თუმცა, ეს ბრენდი იყიდება ყველა ჩვენს აფთიაქში, მათ შორის სათამაშოები, რადგან დღეს ყველაზე მოოთხოვნადი პოზიციებია. ასევე ვაპირებთ Chicco-ს შოურუმის გაკეთებას ბათუმში, ქუთაისში. თბილისშიც დაგვემატება კიდევ ერთი შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება სრული ასორტიმენტი.

-„ავერსის“ აფთიაქები იქცა სივრცედ, სადაც ყველაფერი შეგიძლია ნახო ხელმისაწვდომ და მისაღებ ფასად და რაც მთავარია დიდი კომფორტით, რაშიც ვგულისხმობ პროფესიონალიზმს და ზოგადად ვიზუალურ კომფორტს და ესთეტიკას… რას უსურვებდით თქვენს ფარმაცევტებს, რომლებიც ქმნიან „ავერსის“ ფუნდამენტს?

-ჩვენს სააფთიაქო ქსელში მუშაობს 2 545 ფარმაცევტი. მინდა თითოეულ მათგანს თქვენი ეთერის საშუალებით მადლობა გადავუხადო იმ პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ ჩვენი მომხმარებლების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ღვაწლი ჩვენი კომპანიის განვითარებაში. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს და აქვე მსოფლიოს ყველა ფარმაცევტს მინდა მივულოცო პროფესიული დღე და მათაც ვუსურვო ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g