ჯასტინ ტიმბერლეიკსა და მისი ელიოტს მუსიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭათ. ინფორმაცია ამის შესახებ თავად პოპის პრინცმა და რეპის დედოფალმა გაავრცელეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისინი დიპლომებით ხელდამშვენებული ჩანან.
View this post on Instagram
CREATE YOUR OWN LANE!!!! Sincerely Dr. MISSY ELLIOTT????@Berkleecollege??? #VA #757
A post shared by Missy Elliott (@missymisdemeanorelliott) on
ამერიკელ ვარსკვლავებს დიპლომები ბერკლის სამუსიკო კოლეჯმა გადასცა, რომლის კურსდამთავრებულები როგორც წესი, ”გრემისა” და სხვა მრავალი მუსიკალური ჯილდოს ლაურეატები არიან.
უნდა აღინიშნოს, რომ ელიოტი პირველი ქალი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღო. სწორედ ამიტომ სიტყვით გამოსვლისას მან ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.