LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი მაიამის მზეს ეფიცხებიან – წყვილის მორიგი გამოჩენა

241
page

ჯეფ ბეზოსითვის და მისი საცოლისთვის, ლორენ სანჩესისთვის საახალწლო პერიოდი ჯერ არ დამდგარა, ისინი მაიამის მზეს ეფიცხებიან. წყვილი Art Basel-ის გამოფენაზე მიმავალი გადაიღეს.

53 წლის ლორენი შავ მაისურსა და ჯინსის შარვალში იყო გამოწყობილი და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მას გვერდით პოლოს მაისურში გამოწყობილი საქმრო მიჰყვებოდა. ჯეფი და ლორენი ხელიხელჩაკიდებული მიემართებოდნენ.

ფოტო: როგორ ცვლის მილიარდები – ჯეფ ბეზოსის საცოლის, ლორენ სანჩესის გასაოცარი გარდასახვა

შეგახსენებთ, „ამაზონის“ დამფუძნებელმა და მისმა საცოლემ  „ვოგის“ დეკემბრის ნომრის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა და გამოცემას თავიანთი სიყვარულის ისტორია გაუმხილეს. წყვილმა მომავალ ქორწილზეც ისაუბრა. ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ ქორწილის გადახდას.

„ნიშნობის ბეჭედი ბალიშის ქვეშ დამალა“ – ლორენ სანჩესი და ჯეფ ბეზოსი „ვოგის“ გარეკანზე და ვრცელი ინტერვიუ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები