LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლომ ბენ აფლეკთან დაკავშირებული ტატუ გაიქრო – რა ბედი ეწია ბენის ტატუს?

107
page

განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, ჯეი ლომ ექს-მეუღლესთან, ბენ აფლეკთან დაკავშირებული ტატუ გაიქრო.

ეს ტატუ არტისტმა 2023 წელს, „ვალენტინობის“ დღეს, აფლეკთან სიყვარულის სიმბოლოს სახით დაიხატა. ეს გახლდათ „უსასრულობის ნიშანი“ წყვილის სახელების სიმბოლოებით. აფლეკსაც ჰქონდა მსგავსი ტატუ, ორი გადაჯვარედინებული ისარი მათი სახელის ინიციალებით, რაც წყვილის ერთგულების სიმბოლოს გამოხატავდა. თუმცა, თუ რა ბედი ეწია ბენის ტატუს, ჯერჯერობით უცნობია.

ჯეი ლოს ტატუს დაფარვის ეჭვები პირველად 2024 წლის სექტემბერში გაჩნდა, როცა ის ფილმის Unstoppable პრემიერაზე ღია კაბაში გამოჩნდა.

როგორც ჩანს, ჯენიფერ ლოპესმა წარსულთან კავშირი საბოლოოდ გაწყვიტა.

„ბენის ყურადღების მიპყრობას ცდილობს“ – ჯეი ლოს პიკანტური გამოსვლის ვიდეო კრიტიკის ქარ-ცეცხლში ექცევა

ჯეი ლოს დრამატული გამოჩენა ბენ აფლეკის ახალი რომანის ფონზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები