მანამ, სანამ ჯეი ლო 55 წლის იუბილეს გრანდიოზული წვეულებით აღნიშნავს, სტუმრების სიიდან ამოშლილ ბენ აფლეკს ექს-მეუღლე, ჯენიფერ გარნერი ამხნევებს.
გარნერი ჯერ ბრენტვუდში, შვილებთან, ფინთან და სემულეთან ერთად გადაიღეს, შემდეგ კი ბენის სახლთან.
ცნობისთვის, ბენ ფლეკმა სახლი ჯერ კიდევ მარტში იქირავა. რაც შეეხება ჯეი ლოსთან ერთად შეძენილ სახლს, იგი წყვილმა გასაყიდად ოფიციალურად მიმდინარე თვეს გამოიტანა, მისი ფასი $61 მილიონი დოლარია.