სულ ცოტა ხნის წინ, ბილი აილიშმა სოციალურ ქსელში „ჯეიმს ბონდის“ ახალი საუნდტრეკი გაავრცელა. სიმღერის სახელწოდებაა No Time To Die.
აღნიშნულმა სიმღერამ და არტისტის შესრულებამ საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა, ამ კომპოზიციით 18 წლის აილიში „ჯეიმს ბონდის“ მუსიკალური თემის ყველაზე ახალგაზრდა ავტორ-შემსრულებელი გახდა.
შეაფასეთ ბილი აილიშის მიერ შესრულებული „ბონდის" საუნდტრეკი - No Time To Die (აუდიო)
ბილი აილიშმა სოციალურ ქსელში „ჯეიმს ბონდის“ახალი საუნდტრეკი გაავრცელა
ახლა კი ინფორმაცია ვრცელდება, რომ მუსიკოსმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა. კომპანია Official Charts-ის ინფორმაცით, ამ კვირაში სიმღერამ ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.
შეგახსენებთ, მანამდე, აღნიშნული რეკორდის ავტორი, სემ სმიტი გახლდათ, 2015 წელს გამოშვებული კომპოზიცით Writing’s on the Wall