ცნობილი ხდება, რომ კომპანია „ამაზონი“ ახალ კომედიაზე მუშაობს. პროექტის თანაპროდიუსერი მარგო რობია და მასში მთავარ როლებს ჯულია რობერტსი და ჯენიფერ ენისტონი შეასრულებენ.
ენისტონისა და რობერტსისთვის ეს არ არის პირველი კოლაბორაცია. მას 2016 წელს ერთად ითამაშეს გარი მარშალის კომედიაში „აუტანელი ქალბატონები“. ამ დრომდე უცნობია ფილმის სახელწოდება და სხვა დეტალები.
გადაღებები 2023 წელს არის დაგეგმილი და პროექტს LuckyChap Entertainment ამზადებს, რომლის ხელმძღვანელი მარგო რობის მეუღლე, ტომ აკერლია.
ამ ორ ფოტოს შორის განსხვავება 23 წელია – ჯენიფერ ენისტონი 1999 წელს და ახლა
ჯულია რობერტსის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი ეკრანული ლუქი – ლამაზმანი 55 წლის გახდა