ახალ ზელანდიაში მამაკაცმა ერთი დღის განმავლობაში Covid-19-ის საწინააღმდეგო 10 ვაქცინა გაიკეთა. მიზეზი ფულადი სარგებელი იყო.
თაღლითის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება და ხელისუფლება არც იმ ადგილის დაზუსტებას ჩქარობს, სადაც ეს ინციდენტი მოხდა. გამოძიება უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კაცმა ვაქცინაციის რამდენიმე ცენტრს მიაკითხა და აცრა სხვადასხვა სახელით გაიკეთა, სანაცვლოდ კი ამ სახელების ნამდვილი მფლობელებისგან ფული მიიღო.
თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ერთი დღის განმავლობაში 10 ვაქცინის გაკეთებას, ამაზე საუბარი მეცნიერებს უჭირთ, რადგან შესაბამისი კვლევა უბრალოდ არ არსებობს. ხელისუფლება კი მრავალჯერ აცრილს სასწრაფოდ ექიმთან მისვლას ურჩევს.