LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს შეცდომით 286-ჯერ უფრო მეტი ხელფასი ჩაურიცხეს და მეორე დღიდან სამსახურში აღარავის უნახავს

86
Capture

ჩილეში კომპანიამ თანამშრომელს შემთხვევით ხელფასზე 286-ჯერ უფრო მეტი თანხა ჩაურიცხა და მასთან კავშირიც დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას Oddity Central ავრცელებს.

მამაკაცის ყოველთვიური ხელფასი 500 ათასი პესო იყო და ამ თანხის ნაცვლად მან 165,4 მილიონი პესო მიიღო. როდესაც ჩილელმა შეცდომა აღმოაჩინა, დამსაქმებელს დაუკავშირდა, მომხდარის შესახებ შეატყობინა და მეორე დღეს ფულის დასაბრუნებლად ბანკში წასვლასაც დაჰპირდა.

თუმცა, ამის ნაცვლად მეორე დღიდან ის არავის უნახავს. დამსაქმებელმა სამსახურიდან წასვლის განცხადება ფოსტით მიიღო.

კომპანია აპირებს ყოფილ თანამშრომელს სასამართლოში უჩივლოს და ფულადი სახსრების უკანონოდ მითვისებისთვის პასუხი აგებინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები