დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
„საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.
ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – წერს კალასი.
The brutal crackdown on peaceful protesters, journalists and politicians tonight in Tbilisi is unacceptable.
— Kaja Kallas (@kajakallas) February 2, 2025
Georgia falls short of any expectation from a candidate country.
The EU stands with the people of Georgia in their fight for freedom and democracy.