LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგმა და შონ მენდესმა პრინც უილიამის მიერ დაფუძნებულ დაჯილდოებაზე იმღერს

127
photo-collage.png (33)

რიო-დე-ჟანეიროში, პრინც უილიამის მიერ 2020 წელს ეკოლოგიური ცნობიერების ასამაღლებლად დაფუძნებული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. Earthshot Prize, რომელიც ინგლისში მდებარე სამეფო ფონდმა პირველად 2021 წელს გასცა, პლანეტის დამცველებისთვის დაწესდა. ცნობლია, რომ დაჯილდოება 2030 წლამდე ყოველწლიურად შედგება და გამოავლენს ხუთ გამარჯვებულს მეცნიერებს, აქტივისტებს, ნოვატორებსა და მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელთა გადაწყვეტილებები გარემოს არსებითად ეხმარება.

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობა კაილი მინოუგმა და შონ მენდესმა მიიღეს. არტისტები წითელ ხალიჩაზე უილიამთან ერთად გამოჩნდნენ, საღამოზე კი შემოქმედების საუკეთესო ჰიტები შეასრულეს.

ცნობისთვის, პრიზის სახელი 1960-იანი წლების ამერიკის ამბიციის ერთგვარი გახსენებაა, ვინაიდან იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ პირობა დადო, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ადამიანი მთვარეზე მოხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები