LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ“

181
ვაშაძე და კალაძე

„ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული“, – ამ განცხადებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის დროს თბილისის მერია „სისტრას ჯგუფის“ მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

გიორგი ვაშაძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ვაშაძეს მსგავსი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, მხარდამჭერი კიდევ უფრო დააკლდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თბილისის მერია ზედმიწევნით მიყვება ჩვენ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს“ – „სისტრა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს  

„ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ, პოლიტიკოსის სტატუსი შეურაცხყოფა იქნებოდა ამ ადამიანების მიმართ. ჰგონია, რომ ის პერიოდია, როდესაც ყალბ პირადობის მოწმობებს ბეჭდავდნენ, ჩარჩენილია წარსულში.

არ ვიცი, როგორ უნდა იკადრო ადამიანმა ასეთი ტყუილის თქმა, გამოვიდა და პირდაპირ ეთერში თქვა, თითქოს თბილისის მერია არ ითვალისწინებს უცხოელი კონსულტანტების მიერ შემოთავაზებულ პირობებს, ასევე, რა სქემებით უნდა მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და ასე შემდეგ, ეს ძალიან დიდი ტყუილია.

ჩვენ დაქირავებული გვყავს საუკეთესო კომპანიები, ის რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო დღესაც გრძელდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა ქვეითად გადაადგილება, ტრანსპორტით მგზავრობა ხელმისაწვდომი იყოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი.

„სა­ცობ­მა შე­ჭა­მა ეს ქა­ლა­ქი. „გა­და­ჯე­ქი ავ­ტო­ბუს­შიო“ და ად­გი­ლი არ არის, „გა­და­ჯე­ქი მეტ­რო­შიო“ და ად­გი­ლი არ არის. ეს ცხოვ­რე­ბაა? კა­ტას­ტრო­ფაა“ – ვაშაძე კალაძეს მიმართავს

ვა­შა­ძემ თბი­ლი­სის მერს, კახა კა­ლა­ძეს მი­მარ­თა, „წა­ი­კი­თხოს, რა და­უ­წე­რა კომ­პა­ნია „სის­ტრამ“ გზე­ბის და­გეგ­მვი­სას“.

განცხადებები, თითქოს, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

თავად მოვუსმინე, როდესაც ის საუბრობდა, რომ კვლევაში გაწერეს, რომ არ შეიძლება საავტობუსო ზოლის გაკეთება იქ, სადაც ორი ზოლია, მაგალითად კი ჭავჭავაძის გამზირი ჰქონდა მოყვანილი. ეს ადამიანები ასეთი იაფფასიანი, პოპულისტური განცხადებებით შემოიფარგლებიან, მცდელობა აქვთ, მხარდაჭერა მოიპოვონ.

ჩემი რჩევაა, ასეთი არასწორი განცხადებებით და ტყუილის ქადაგებით, კიდევ უფრო დააკლდებათ ამომრჩეველი, შედეგიც სახეზეა. ხედავთ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, დღეს შეიძლება დაირქვას „სტრატეგია“, ხვალ შეიძლება გადაირქვას, შინაარსობრივად და ვიზუალურად ერთნი არიან“. – განაცხადა კახა კალაძემ.

„ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, საზოგადოებისთვის ვამბობ: ვცდილობთ, ერთი წლის განმავლობაში, 2-3 პროექტი განხორციელდეს, რომ ქალაქში კოლაფსი არ იყოს“ – კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g