კახა მიქიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ ართმევს ენერგიას საკუთარი პროფესია, რადგან სცენაზე ბოლომდე დახარჯვა უყვარს:
„წელს ბუდაპეშტში გვქონდა გასტროლი. ემოციურად იმდენად დავიხარჯე, რომ სცენაზე დავეცი, ორი წამით გავითიშე, გარშემო ყველაფერი დაბნელდა. მსახიობებიც ვერ მიხვდნენ, ჩათვალეს, რომ ვითამაშე. უცებ გონს მოვედი და გავაგრძელე. ძალიან ხშირად სპექტაკლიდან რომ გამოვდივარ, ვეღარ ვსუნთქავ, ვეღარ დავდივარ და დრო მჭირდება მოსასულიერებლად. ხომ შეუძლებელია, ეს შემდეგში ჯანმრთელობაზე არ აისახოს?! არავინ იცის, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს, მაგრამ ძლიერი ემოციები და დიდი ენერგიის გაცემა ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. თუმცა, როგორც უნდა იყოს, დღეს, როცა როლზე ვმუშაობ, იმაზე ვერ ვიფიქრებ, რომ მერე შეიძლება ჯანმრთელობამ შემაწუხოს და ამის გამო თავს ვერ დავზოგავ…“
ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ „თბილისელების“ 10 თებერვლის ნომერში.