„სიმართლე გითხრათ არ მინახავს. ალბათ, ჩვეულებრივ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში – უნიჭო, არაფრის მომცემი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე „ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების მიერ გუშინ გამართულ საპროტესტო მანიფესტს გამოეხმაურა. თბილისის მერის განცხადებით, „ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ“.
მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულდა – მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან
მოქალაქეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან. ისინი პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.
მისივე თქმით, ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობოს და რადიკალების პროტესტი, რომელიც განწირულია მარცხისთვის:
„შენ როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რაღაცაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ეს არის ჩვეულებრივი ფარისევლობა, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ. ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? – თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციაზე, წარმოგიდგენიათ?! თითქოს ჩვენ ვთქვით „არა“ ევროინტეგრაციაზე და ამას მოყვა გულანთებული ქართველების პროტესტი, წარმოგიდგენიათ?
„რეგიონებში სიარული იდეალურია, ადამიანებს უხარია შენი დანახვა, ესმის შენი ხმა“ – რა განაცხადა „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე დუტა სხირტლაძემ
„ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“.
რეალურად, თვითონ არჩევნების წინ გვეუბნებოდნენ, რომ მოლაპარაკების თემა დახურულია. თურმე საქართველომ ევროპულ კურსს, დემოკრატიულ გზას გადაუხვია და როდესაც ვსვამთ კითხვას – რატომ, აბა, მაჩვენე ერთი კონკრეტული ქმედება, ერთი განხორციელებული ნაბიჯი. ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობოს და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი, რომელიც განწირულია მარცხისთვის. როდესაც შენ არ გაქვს არაფერი, რაზეც აფუძნებ პროტესტს, რა თქმა უნდა, ყოველთვის დამარცხებული იქნები“, – განაცხადა კალაძემ.
„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიდგებით.. ახალი თეატრი დაიძვრება რეგიონებში“ – დავით დოიაშვილი
დასის წევრებმა დაკავებულების სახელები გამოაცხადეს.
ცნობისთვის, გუშინ, „ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი გაიმართა. მსახიობებმა და რეჟისორებმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადეს, რომ „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, რათა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველას მიაწვდინონ.