კანადაში გასაყიდად გაიტანეს მიწის ნაკვეთი, რომელსაც ავტომობილების სასაფლაოდ იყენებენ. უძრავ ქონებასთან ერთად მყიდველი დაახლოებით 340 ავტომობილსაც მიიღებს. განცხადება სააგენტო Century 21-ზე დევს, რომელიც უძრავი ქონების ვაჭრობით არის დაკავებული.
გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვეთზე ასევე საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხი, 111 მეტრიანი ანგარი და კიდევ ერთი, 743 მეტრიანი შენობის ასაგებად განკუთვნილი მასალაა განთავსებული. განცხადებაში მითითებულია, რომ მიწაზე არსებული ავტომობილების ღირებულება 370-დან 26 000 დოლარამდე მერყეობს.
მიწის ღირებულება კი 1 მილიონ 450 000 კანადური დოლარია, რაც დაახლოებით ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს უდრის.