კანადის ერთ-ერთ სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილი ცხენ-ირემმა ჩაშალა. დაუპატიჟებელმა სტუმარმა ფანჯარა ჩაამტვრია და კლასში შევიდა.
როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა უთხრა, ცხოველი ბავშვებმა სკოლის სიახლოვეს დილითვე შეამჩნიეს, თუმცა მათი განცხადება უფროსებს სერიოზულად არ მიუღიათ.
ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცხენ-ირემი კლასში, ჩამტვრეული მინით გარშემორტყმული დგას. შემდეგ კი ცხოველი კარებთან მწოლიარეც გადაიღეს.

მასწავლებლებმა ცხოველთა კონტროლის სამსახური გამოიძახეს, სპეციალისტებმა ცხენ-ირემი დააძინეს და უსაფრთხო ადგილას მხოლოდ ამის შემდეგ გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ კლასში შეღწევის დროს დაუპატიჟებელმა სტუმარმა მცირე დაზიანებები მიიღო, თუმცა ვეტერინარის განცხადებით სერიოზული არაფერია.