LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანიე უესტი მსოფლიოში ყველაზე დიდი არტისტია“ – ნიკ ქეივის სკანდალური განცხადება და აღშფოთებული საზოგადოება

102
nick-cave-kanye-west-greatest-artist-comments-controversial

ავსტრალიელი მუსიკოსი, მწერალი, კომპოზიტორი და სცენარისტი ნიკ ქეივი აღიარებულია, როგორც ბოლო დროის ერთ-ერთი ხარისხიანი მუსიკალური კონტენტის შემქმნელი მუსიკალური არტისტი. ალბათ სწორედ ამიტომ გამოიწვია მისმა განცხადებამ საზოგადოებაში ასეთი აზრთა სხვადასხვაობა.

საქმე ისაა, რომ ნიკ ქეივს თავის ვებგვერდზე The Red Hand Files ჰკითხეს, თუ ვინ იყო საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, რაზეც მუსიკოსმა ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა და კანიე უესტი დაასახელა.

„დღესდღეისობით ის მსოფლიოში ყველაზე დიდი არტისტია, არ არსებობს სხვა მუსიკოსი დედამიწაზე, რომელიც ისე ეფლობა თავის შინაგან ქაოსში, როგორც კანიე უესტი“ –  წერს ქეივი.

„და როგორ ფიქრობთ, ის ხარისხიან მუსიკას ქმნის?!“„რატომ მაინცდამაინც კანიე?” – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები