კანიე უესტის მუსიკალურმა ნიჭმა, როგორც ჩანს, მის მეუღლეზეც, ბიანკა სენსორიზეც მოახდინა გავლენა. ავსტრალიელმა მოდელმა მოულოდნელი მუსიკალური უნარი გამოავლინა.
31 წლის სენსორიმ ვიდეო გააზიარა, სადაც „ჰენდპანზე“ უკრავს. ცნობისთვის, „ჰენდპანი“ თანამედროვე მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც ორი ერთმანეთთან შეერთებული ფოლადის თასისგან შედგება და ფორმით UFO-ს მოგვაგონებს.
ყოველივე ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბიანკამ უცნაური ავეჯის ხაზი წარადგინა, რასაც საზოგადოებაში დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა.
კანიე უესტის მეუღლის უცნაური პერფორმანსი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა



