„კანის რიგით 78-ე კინოფესტივალი” ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო ჩვენება დაიწყო ამელი ბონინის კინოკომედიით „დატოვე ერთი დღე”. ცნობილია, რომ ფესტივალი 13-დან 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საკონკურსო ფილმებს შორის წელს მოხვდა სკარლეტ იოჰანსონისა და კრისტენ სტიუარტის სადებიუტო ნამუშევრები.
„კანის კინოფესტივალის” გახსნის ცერემონიაზე ერთ-ერთი პირველი ირინა შეიკი გამოჩნდა. მოდელი ბრწყინავდა „არმანი პრაივის” ულამაზეს წულის კოპლებიან კაბაში. ბელა ჰადიდი, რომელიც ასევე იყო ფესტივალის სტუმართა შორის, „ივ სენ ლორანის” შავ კაბაში იყო გამოწყობილი. ევა ლონგორია შეუდარებელი გახლდათ Tamara Ralf Couture-ის სამოსში, ხოლო ჰაიდი კლუმმა წელს ფესტივალის დრეს-კოდი დაარღვია და გრძელი შარფით პოზირებდა ფოტოგრაფებთან, არადა წელს ფესტივალზე შარფები აკრძალეს.
წელს კინოფესტივალის დაწყებამდე, ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „შიშველი კაბები” იკრძალებოდა და ბევრ ვარსკვლავს თავიდან მოუწია წითელ ხალიჩაზე ჩასაცმელი კაბების ძიება.
წითელ ხალიჩას, „გოგონები წითლებში“ იპყრობენ – უახლესი ფოტოები „კანის კინოფესტივალიდან”








