LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგი განწყობა და პოზიტივი” – მსოფლიო ლიდერების გზავნილები დონალდ და მელანია ტრამპებს

102
VLAD DA ANGEL

ცნობილი გახდა, რომ დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს,“- დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა  „ტვიტერზე“. 

აშშ-ს პრეზიდენტს და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ

ამერიკის პრეზიდენტს გამოჯანმრთელება მსოფლიო ლიდერებმა უსურვეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსისგან დაინფიცირებულ კოლეგას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, კარგი განწყობა და ოპტიმიზმი ამ საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ“, – წერს პუტინი.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტს და მის მეუღლეს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„ვიმედოვნებ, რომ ისინი დაამარცხებენ კორონავირუსს და მალე, სრულად გამოჯანმრთელდებიან“, – აღნიშნულია მერკელის ტექსტში, რომელიც მისმა პრესსპიკერმა გაავრცელა.

დონალდ ტრამპს მალე გამოჯანმრთელება უსურვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

„კარგად ყოფნას გისურვებთ. ეს ნამდვილად რთული დროა, მაგრამ ამას გავივლით სოლიდარობით. იმედი გვაქვს, რომ თქვენც და პირველი ლედიც მალე გამოჯანმრთელდებით“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g