LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 9 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს შორდებიან

574
page

გამოცემა Page Six-ის ცნობით, კეტი პერი და ორლანდო ბლუმი განშორების ზღვარზე არიან.

„ყველაფერი დასრულდა. ისინი პერის ტურნეს დასრულებას ელოდებიან, რათა ერთმანეთს გაშორდნენ. ახალი ალბომის, „143“ ნეგატიური გამოხმაურება მისთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა და სწორედ ამან გაამწვავა ისედაც დაძაბული ურთიერთობა ორლანდოსთან“, – ნათქვამია ინსაიდერის განცხადებაში.

ცნობისთვის, კეტი ამჟამად თავის ტურნეში Lifetimes იმყოფება, რომელიც 23 აპრილს დაიწყო და 7 დეკემბერს სრულდება.

შეგახსენებთ, წყვილი 2019 წლის, ვალენტინობის დღეს დანიშნა. მათ 2020 წელს ქალიშვილი, დეიზი შეეძინათ.

როცა მზერას ვერ აკონტროლებ – ორლანდო ბლუმის უხერხული ფოტო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

სხეულის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია და დახვეწილი საცურაო კოსტიუმი – კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის რომანტიკული ცურვა

„ორლანდო ბლუმს ნამდვილად არ შეეფერება“ – კეტი პერი ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები