მედიაში, პოპ-ვარსკვლავის, კეტი პერის შესახებ, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. წყაროების ცნობით, პერი ტყუპებზეა ორსულად და ბავშვის მამა კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდოა.
ამბავმა ინტერნეტი ელვის სისწრაფით მოიარა და მალევე იქცა მედიასივრცეში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად. ყველაფერი X-ის ანგარიშზე, HoopsCrave დადებული ულტრასონოგრაფიის ფოტოთი დაიწყო, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ინტერესი და მოლოდინი დღითი დღე იზრდება. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, აღნიშნული კავშირი უდავოდ გახდება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და განხილვადი მოვლენა თანამედროვე შოუბიზნესისა და პოლიტიკის ისტორიაში.
ვიდეო: კეტი პერისა და კანადის ყოფილი პრემიერ მინისტრის დაუფარავი ფლირტი შუა სიტყვით გამოსვლის დროს
კეტი პერი მუსიკალურ სამყაროში ხმაურიანი ,,ქამბექისთვის” მზადებას შეუდგა
შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულს კეტი პერი ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. დაშორებიდან სულ რამდენიმე კვირაში ინტერნეტში გავრცელდა ვარაუდი, რომ მომღერალმა ჯასტინ ტრუდოსთან ურთიერთობა დაიწყო, ისინი პირველად მონრეალში, რესტორანში ერთად შენიშნეს, მოგვიანებით კი პოლიტიკოსი კეიტის კონცერტს დაესწრო.

