40 წლის პოპ-ვარსკვლავი, კეტი პერი ბოლოს და ბოლოს გამოეხმაურა ხმაურიან რომანს კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც წყვილი კალიფორნიის სანაპიროზე, იახტაზე პაპარაცებმა კოცნისას დააფიქსირეს.
მომღერალმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე ირონიული კომენტარი ლონდონის O2 Arena-ზე გამართული კონცერტის დროს გააკეთა.
„ლონდონო, ინგლისო, როგორ ხართ აბა დღეს საღამოს? არ მიკვირს, რატომ ვიყავი ყოველთვის შეყვარებული ინგლისელებზე… თუმცა ახლა აღარ“, – მიმართა ფანებს პერიმ სცენიდან და აშკარად მიანიშნა თავის წარსულ ურთიერთობებზე ბრიტანელ ვარსკვლავებთან, კომიკოს რასელ ბრენდთან და მსახიობ, ორლანდო ბლუმთან.



