LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერის ლაიონელ რიჩიზე მეტს უხდიან – ცნობილი ხდება American Idol-ის ჟიურის წევრების ჰონორარის რაოდენობა

609
page

ცნობილი ხდება ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკული მუსიკალური პროექტის,  American Idol-ის ჟიურის წევრების ჰონორი.  2018 წლიდან შოუს ჟიურიში ლეგენდარული ლაიონელ რიჩი, პოპ-ვარსკვლავი, კეტი პერი და ქანთრი მომღერალი, ლუკ ბრაიანი არიან.

როგორც ახლახან გაირკვა, 46 წლის ლუკ ბრაიანი, რომლის ქონებაც 160 მილიონი დოლარად არის შეფასებული, პროექტში, ერთ სეზონზე 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ლაიონელ რიჩის ქონება, 2023 წლის მონაცემებით  200 მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ის პროექტში, დანარჩენ ჟიურის წევრებთან შედარებით ყველაზე დაბალ ჰონორარს იღებს, მას 10 მილიონ დოლარს უხდიან.

რაც შეეხება 39 წლის კეტი პერის. ის ამ კუთხით რეკორდსმენია. არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი ქონება 330 მილიონ დოლარადა შეფასებული. რაც შეეხება ანაზღაურებას, სეზონზე ის 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. პერი პროექტს 2018 წელს შეუერთდა და ამ წლების განმავლობაში მან 100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კეტი პერი American Idol-ის დუეტების ტურში „დიდუს“ 1000 დოლარიან წითელ კაბაში ბრწყინავდა

ნუცა ბუზალაძისთვის შენიშვნის მიცემა კეტი პერის დარბაზმა არ აპატია – ვარსკვლავმა ნუცას გამო უარყოფითი შეძახილები დაიმსახურა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები