LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: ზურაბიშვილთან ჩვენი კონტაქტი მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება, საჯაროდ პირადად დავიცავ

190
სალომე და ხატია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ არანაირი ბულინგი არ მიმდინარეობს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან კონტაქტი მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება.

ხატია დეკანოიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტზე ზეწოლა და ბულინგი განხორციელდება, მას საჯაროდ დაიცავს.

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

„ჩვენი მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე არანაირი ბულინგი არ მიმდინარეობს. საზოგადოების მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს. დამიჯერეთ, სალომე ზურაბიშვილთან ჩვენი კონტაქტი შემოიფარგლება მხოლოდ საჯარო განცხადებებით. მასთან რამდენიმე შეხვედრა იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ბოლოს იყო ანა წითლიძის მონახულება, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს.

სალომე ზურაბიშვილს არ განვიხილავ, როგორც ინდივიდს, მას განვიხილავ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის ინტერესების გამტარებელს, რომელმაც ევროინტეგრაციის კურსი უნდა უზრუნველყოს.

რა თქმა უნდა, მჯერა, დამოკიდებულებებზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, უნდა შეიწყალოს თუ არა მიხეილ სააკაშვილი. იმ შემთხვევაში, თუ მასზე ზეწოლა და ბულინგი განხორციელდება, პირადად მე საჯაროდ დავიცავ.“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სალომე ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები წარმოშობს ეჭვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული: გია ვოლსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები