ხავიერ ბარდემი ახალ სერიალში, Cape Fear იღებს მონაწილეობას, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერები, თავად ბარდემი, მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი არიან.
აღსანიშნავია, რომ სერიალი 1991 წლის ფილმის ახლებური ვერსიაა, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო, ნიკ ნოლტი და ჯესიკა ლანგი ასრულებდნენ. მისმა შემოსავალმა $182 მილიონი შეადგინა.
სერიალში 10 ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი. მისი გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.