გასულ თვეს, 35 წლის პოპ-ვარსკვლავ, კეტი პერისა და 43 წლის მსახიობ, ორლანდო ბლუმს, ქალიშვილი შეეძინათ. წყვილმა, შვილთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო. მათ სახლი 14,2 მილიონ დოლარად შეიძინეს. უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი კალიფორნიის შტატის პრესტიჟულ უბანში, მონტესიტოში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა სახლი „დიურასელის“ ყოფილი გენერალური მდივნისგან, რობერტა კიდერისგან შეიძინა, რომლის მფლობელობაშიც ის 20 წლის განმავლობაში იყო.
საცხოვრებელი კომპლექსი 8,9 აკრისგან შედგება, მას გარს უზარმაზარი სარეკრეაციო ზონა აკრავს. კლასიკური დიზიანის სახლი პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი ოთახის ფანჯრიდან ხედი წყნარ ოკეანეზე იშლება.