LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური და დაპირისპირება რიონის ხეობაში – სამოქალაქო საზოგადოება ქუჩაში კვლავ ნამახვანჰესის გამო გამოვიდა

64
ნამახვანჰესი

ნამახვანჰესის გარშემო შექმნილი პროტესტის ტალღა სულ უფრო და უფრო მწვავდება. დღეს, სამოქალაქო საზოგადოება კვლავ ქუჩაში გამოვიდა და რიონის ხეობაში დაგეგმილი ჰესის სამუშაოების დაწყება კიდევ ერთხელ გააპროტესტა, რასაც მოგვიანებით, სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ქუთაისი-ალპანას საავტომობილო მაგისტრალზე, საიდანაც ნამახვანჰესი, დაახლოებით 15 კმ-ში მდებარეობს, პოლიციამ გზა გადაკეტა და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, ისინი იმ ტერიტორიასთან მიახლოებას ითხოვენ, სადაც ობიექტი უნდა აშენდეს. მათივე თქმით, სამუშაოების დასაწყებად კომპანია ENK სწორედ დღეს ემზადება და შესაბამისად, მოქალაქეები ტერიტორიასთან მიახლოებას ითხოვდნენ.

ნამახვანჰესის მწარმოებელმა კომპანიამ ENK-მ რიონის ხეობაში ასაფეთქებელი ნივთიერებების მონტაჟი დაიწყო: მოსახლეობა პროტესტს განაგრძნობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g