LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური მერიასთან – ირაკლი ლექვინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

54

თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სიუაცია დაიძაბა – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სცადეს, მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე პარკინგისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე არ შეეშვათ. აქციის მონაწილეებმა ლექვინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამ დროისთვის პარკინგის შესასვლელთან პოლიციას კორიდორი აქვს გაკეთებული. იქვე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ მერიასთან აქცია გუშინ საღამოსაც გამართეს. ისინი ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექციას აპროტესტებენ, კერძოდ, აქციის მონაწილეების მტკიცებით, ბაღს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 4 ჰექტარი ”წაართვა”.

მერიაში ამ წუთებში მთავრობის დახურული სხდომა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g