LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში ფუტკრების გაქირავება დაიწყეს

42
melissa-askew-l9riqiwaswo-unsplash

ხორვატიაში ფუტკრებს აქირავებენ. უჩვეულო იდეა ერთ-ერთ პატარა დასახლებაში, გარეშნიცაში გაუჩნდათ. ქირავდება 40 სკა და მათ დაქირავებას შეძლებენ ის ადამიანები, ვისაც ფუტკრების მოშენება სურს, თუმცა ამისთვის საკმარისი დრო ან შესაფერისი ადგილი არ აქვს.

სკებს საფუტკრის მფლობელები თავად მოუვლიან, დამქირავებელს კი საშუალება ექნება მათ ნებისმიერ დროს შეუერთდეს. ამასთან, მიღებული თაფლის ნახევარი დამქირავებლის იქნება.

არენდის კონტრაქტი 3 წელიწადზეა გათვლილი და სურვილის შემთხვევაში მისი გახანგრძლივებაც შეიძლება. შეთანხმების საფასური 350 ევროს შეადგენს.

უჩვეულო პროექტის დახმარებით მეფუტკრეებს ფუტკრების პრობლემებისთვის ყურადღების მიქცევა სურთ. საქმე ისა, რომ გარემოში მიმდინარე პროცესების გამო მწერების ბევრი სახეობა გადაშენების პირასაა. ფუტკრების შემცირების შემდეგ არამხოლოდ თაფლის გარეშე დავრჩებით, არამედ ხილის, ბოსტნეულის, კენკრის თუ თხილის ბევრ სახეობასაც დავკარგავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები