LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხშირია შემთხვევა, როცა სიცოცხლეს სწირავენ” – ილია მეორემ მეხანძრე-მაშველები დალოცა

1543764136-47354912_1950205325283690_675316494137032704_o

ხშირია შემთხვევა, როცა მეხანძრე-მაშველები ზიანდებიან და სიცოცხლეს სწირავენ, მინდა, შევთხოვო უფალს, დაგეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორემ დღეს მეხანძრე-მაშველები დალოცა.

საკვირაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 700 მეხანძრე-მაშველი ესწრებოდა.

პატრიარქმა მათ საჩუქრად წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

„წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: ურთიერთ სიწმინდე, სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული ქრისტესი, რას ნიშნავს ეს? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლებისა თუ შორეული ადამიანისა. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ყველა ადამიანს, ხედავს მის გაჭირვებას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ვერ უძლებს ადამიანი იმ გაჭირვებასა და განსაცდელს, რომელიც მოდის მასზე და კარგავს იმედს. არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი. იმედი ეს არის მომავლის იმედი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ეკლესია გვაძლევს იმედს. ჩვენ უნდა ვეძიოთ გაჭირვებული ადამიანი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ადამიანს ცხოვრება. ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ადამიანები ვერ უძლებენ და თავს იკლავენ, ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. ასეთი იმედის მომცემნი ჩვენი მეხანძრეები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. ხშირი შემთხვევაა, როცა მეხანძრეები თვითონ ზიანდებიან, სიცოცხლეს სწირავენ. მე მინდა, შევთხოვო უფალს, დაგეხმაროთ. უფალმა დალოცოს ერი ჩვენი მშვიდობით,“ – განაცხადა ილია მეორემ.

რამდენიმე წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g