ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში 2025 წლის შემაჯამებელი პოსტი გამოაქვეყნა. ფეხბურთელმა გააზიარა ოჯახური და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ამსახველი ფოტოები, მათ შორის მეუღლესთან და შვილთან, დამიანესთან ერთად გადაღებული კადრები, ასევე მისი კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებთან დაკავშირებული ფოტოები.
2025 წლის ბოლო პოსტში კვარაცხელია აღნიშნავს, რომ განვლილი წელი მისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იყო და მადლობას უხდის ყველას გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.
ფეხბურთელი საზოგადოებას შობა-ახალ წელს ულოცავს და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას.
