„ნაცმოძრაობაში“ გონიერი ლიდერების დეფიციტია და ვფიქრობ, გვარამიას უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია, რომ „ნაცმოძრაობას“ მეტი ჭკუა ჰქონდეს საჯარო ურთიერთობებისას – მას მიხეილ სააკაშვილის გვერდით ვხედავ და არა რომელიმე ფლანგზე“, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.
ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ციხეში გატარებული ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, გვარამია შეცვლილია და შესაძლოა მასთან თანამშრომლობის რესურსი არსებობდეს.
„ვუსმენდი გვარამიას განცხადებებს გუშინ, შეცვლილი მომეჩვენა და მინდა დავიჯერო, რომ კარგისკენ არის შეცვლილი და ერთწლიან პატიმრობას უკვალოდ არ ჩაუვლია.
ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია
ცუდი იქნება ციხეში ერთი წელი იჯდე, არაფერში არ შეიცვალო და იგივე დაპირისპირება გააგრძელო, შენთვის არმოსაწონი ადამიანების დაბლოკვა და ა.შ. ვფიქრობ, არსებობს შანსი გვარამია სათანამშრომლოდ შეცვლილი იყოს, რთულად წარმომიდგენია, ადამიანი ერთი წელი ციხეში იჯდე, ტელევიზორს უყურებდე, ფიქრობდე და ვერ მიხვდე იმას, რომ ჩვენ „ქოცებთან“ შეკრული არ ვართ, რასაც აქამდე გვაბრალებდა და რა არგუმენტითაც დაბლოკილები ვიყავით მის არხზე.
„გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, მადლობა პრეზიდენტო გამბედაობისთვის“ – პარტნიორების გამოხმაურებები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე
„ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“
ამიტომ იმედი მაქვს, მას შემდეგ რაც დაისვენებს, მოგვეცემა საშუალება მშვიდად ვილაპარაკოთ იმის გათვალისწინებით, რომ მასში ციხემ რაღაც გარდატეხა და ცვლილება მოახერხა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, რამდენად ხედავს გვარამიას პოლიტიკაში, ხვიჩია ამბობს, რომ გვარამიას თუ სადმე ხედავს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის გვერდით.
„ნაცმოძრაობიდან“ გვარამიას გამიჯვნა რთული იქნება და მას არც მოუცია საფუძველი, ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობას ემიჯნება და სხვა პარტიას ამყარებს. ვფიქრობ, „ნაცმოძრაობაში“ არსებობს გონიერი ლიდერების დეფიციტი და გვარამიას ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ოდნავ მეტი ჭკუა ჰქონდეს საჯარო ურთიერთობების დროს.
„ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფლანგი ჩემი აზრით და ამ ფლანგს ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, მე თუ ვხედავ სადმე „ნაცმოძრაობაში“ ნიკა გვარამიას, ვხედავ მიხეილ სააკაშვილის გვერდით და არა სხვა რომელიმე ფლანგზე”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას
ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი