ოსკაროსანი მსახიობი, 58 წლის ნიკოლ კიდმანი და ქანთრის ვარსკვლავი, 57 წლის კიტ ურბანი, ერთმანეთს 19 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა PEOPLE ადასტურებს.
„ნიკოლს ეს არ სურდა, ის ყველაფერს აკეთებდა ქორწინების გადასარჩენად“, – აცხადებს წყარო.
ტაბლოიდების ცნობით, წყვილი ზაფხულის დასაწყისიდან ერთად აღარ ცხოვრობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, კიდმანი და ურბანი 2006 წლის ივნისში დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი, 17 წლის სანდეი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი ჰყავთ.
56 წლის ნიკოლ კიდმანი „შიშველ კაბაში“ ახალი სერიალის ჩვენებაზე გამოჩნდა


