LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი ელიზაბეტ ტეილორის შესახებ ბიოგრაფიულ სერიალზე მუშაობს

148
page

კიმ კარდაშიანი „ბიბისისთან“ ერთად ელიზაბეტ ტეილორის შესახებ ბიოგრაფიულ სერიალს უწევს პროდიუსინგს და მასში თავად იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ გამოცემა  Variety წერს.

პროექტის სახელწოდებაა „ელიზაბეტ ტეილორი: სუპერვარსკვლავი და მეამბოხე“. მასში ოთხი სერია იქნება წარმოდგენილი. კიმთან ერთად სერიალში მონაწილეობას ჯოან კოლინზიც მიიღებს. მეტი დეტალი ამ დროისთვის უცნობია.

„ელიზაბეტ ტეილორი იყო ბუნებრივი და უკომპრომისო მებრძოლი ქალი. მისი შემყურე ნათელი ხდება, რისი მიღწევაა შესაძლებელი მუდმივი განვითარებით“, – აცხადებს რეალითი შოუს ვარსკვლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები