47 წლის მსახიობმა, შარლიზ ტერონმა გამოცემა The Hollywood Reporter-ს ინტერვიუ მისცა და ყველასათვის მოულოდნელი განცხადებაც გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ კიმ კარდაშიანს, ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მერილ სტრიპს. მისი აზრით, ახლა რეალითი შოუების დროა.
„დღესდღეობით შოუბიზნესის ბაზარი რადიკალურადაა შეცვლილი, ჩვენ ახლა რეალითი შოუების ეპოქაში ვცხოვრობთ. მე ყველაფერს ვუყურებ, რაც იქმნება. კიმ კარდაშიანს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მერილ სტრიპს, ის უფრო ღირებულ პროდუქტს ქმნის, ვიდრე მერილი“, – აცხადებს შარლიზი.
შარლიზ ტერონი იისფერ პულოვერსა და ტყავის ქვედაბოლოში ჯიმი კიმელის შოუზე მიიჩქარის
ლეონარდო დიკაპრიო შიშველი მერილ სტრიპის ხილვით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა
ოფიციალურად განქორწინებულმა კიმ კარდაშიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო – შეაფასეთ იმიჯშეცვლილი კიმი