LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა კანიე უესტის ახალი ალბომის გამოსვლა მეორედ დააანონსა (ფოტო)

136
17851236-0-image-a-18-1567114294546

უკვე მეორედ, კიმ კარდაშიანმა მეუღლის – კანიე უესტის მეცხრე სტუდიური ალბომის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ამერიკელი სატელევიზიო სახის ინფორმაციით, 42 წლის ჰიპ-ჰოპ არტისტის მომავალი დისკის რელიზი 27 სექტემბერს შედგება.

კანიე უესტის ახალი ალბომის გამოსვლა კიმ კარდაშიანმა დააანონსა

38 წლის ლამაზმანმა, ფირფიტის ახალი სახელწოდება და ტრეკლისტიც გაამხილა. ცნობილი გახდა, რომ კრებულს, რომელშიც 12 სიმღერა შედის, Jesus Is King ჰქვია.

 

View this post on Instagram

 

?? 9.27.19 ??

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on

შეგახსენებთ, რომ შარშან, კანიე უესტმა ახალი ჩანაწერის გამოშვება ორჯერ გადადო. თავდაპირველად ის ლონგფლეის გამოცემას, Yandhi-ის სახელით გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები