LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კინომიუზიკლში – Wicked არიანა გრანდეს პარტნიორებად ლედი გაგა და შონ მენდესი მოიაზრებოდნენ

109
photo-collage.png (45)

ახლახან, მსოფლიო მასშტაბით, კინომიუზიკლის – Wicked მეორე ნაწილი გამოვიდა. ამავე სახელწოდების 1995 წლის რომანსა და ბროდვეის 2003 წლის მიუზიკლზე დაფუძნებული მხატვრული ეკრანიზაცია გამხსნელ უიკენდზე ამერიკის კინოგაქირავების ლიდერი გახდა.

,,ალქაჯის” გაგრძელების შემოსავალმა მხოლოდ შიდა კინოგაქირავებაში 156, მსოფლიო მასშტაბით კი 226 მილიონი დოლარი შეადგინა.

ჯონ ემ. ჩუს ორნაწილიანი პროექტის წარმატების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ფენტეზის ჟანრის ფილმის ადრეულ ვერსიაში ელფაბასა და ფიეროს როლების შემსრულებლებად, ლედი გაგა და შონ მენდესი მოიაზრებოდნენ.

რეჟისორის საბოლოო გადაწყვეტილებით, საკულტო პერსონაჟები სინტია ერივომ და ჯონათან ბეილიმ განასახიერეს, რომელთაც უნდა აღინიშნოს, რომ არიანა გრანდეს შეუდარებელი პარტნიორობა გაუწიეს.

,,მოშორდი” – ვიდეო, რომელშიც სინტია ერივო არიანა გრანდეს ვარსკვლავების ცნობილი სტალკერისგან იცავს ვირუსულად ვრცელდება

Wicked: For Good საქართველოს კინოთეატრებში, 20 ნოემბრიდან გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები