ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება და წერს:
„ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს“. – წერს ადამ კინზინგერი.
Irakli Kobakhidze is completely taking the mask off now. Georgians don’t want to be owned by Russia. Irakli does https://t.co/oYSsjYagbT
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) May 22, 2023