LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიტ ურბანმა ნიკოლ კიდმანი 25 წლის გოგონას გამო მიატოვა – უახლესი დეტალები

2533
page

როგორც ცნობილია, 58 წლის მსახიობი ნიკოლ კიდმანი და 57 წლის ქანთრი-ვარსკვლავი კიტ ურბანი 19-წლიანი ქორწინების შემდეგ, ოფიციალურად დაშორდნენ. წყვილი ივნისში, FIFA Club World Cup-ის მატჩზე ნეშვილში ერთად გამოჩნდა და სულ რაღაც ხუთი დღით ადრე ქორწინების იუბილეც იზეიმა, თუმცა, როგორც ჩანს მათ ურთიერთობაში ბზარი უკვე გაჩენილი იყო.

„ნიკოლი კიტის ნათქვამმა შოკში ჩააგდო “ – ვრცელდება წყვილის უკანასკნელი ერთად გამოჩენის ფოტოები და განქორწინების მიზეზი

ახლახან ცნობილი გახდა, რომ კიტი მეუღლეს ახალგაზრდა მუსიკოსის გამო დაშორდა. საუბარია 25 წლის გიტარისტ, მეგი ბოსზე, რომელთანაც კიტი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კიდმანმა სასამართლოში უკვე შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ და მიზეზად „მოუგვარებელი უთანხმოება“ დაასახელა. შეთანხმების მიხედვით, შვილებთან 306 დღე იცხოვრებს ნიკოლი, ხოლო 59 დღე კიტი.

ალიმენტებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან ორივე თვეში 100 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ისინი ქონებას თანაბრად გაიყოფენ, თუმცა პირადი აქტივები და საავტორო უფლებები თითოეულს დარჩება.

კიდევ ერთი ჰოლივუდური ოჯახი დაინგრა – ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი 19 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები