ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში, ოსკარის რიგით 92-ე დაჯილდოებაზე, ლეგენდარულმა რეპერმა, ემინემმა მრავალი წლის შემდეგ პირველად, ფილმის 8 Mile საუნდტრეკი Lose Yourself შეასრულა. მისმა პერფორმანსმა საზოგადოებაში არაერთგვრაოვანი რეაქციები გამოიწვია.
ემინემის ნამღერი "ოსკარებზე" 17 წლის შემდეგ ეფექტური არ გამოვიდა (ფოტო/ვიდეო)
ზუსტად 17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ემინემის მონაწილეობით ფილმმა "8 მილი" ნამდვილი გადატრიალება მოახდინა კინოს სამყაროში
სიმღერის შესრულების შემდეგ კი, კულისებში, მსახიობ სელმა ჰაიეკსა და ჰიპ-ჰოპ არტისტს შორის კომიკური ინციდენტი მოხდა, მსახიობმა რეპერს შემთხვევით წყალი გადაასხა.
„თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, მე მკვდარს ვგავარ, ის კი შეშინებულს, ინსტინქტურად ჩავეხუტე და ვუთხარი, შენი დიდი თაყვანისმცემელი ვარმეთქი“ – იხსენებს სელმა.
ემინემმა კი „როლიგ სტოუნთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„სრულებით კმაყოფილი ვარ, მე ხომ სელმა ჰაიეკს ჩავეხუტე”
ასე კომიკურად დასრულდა სელმასა და ემინემის პირველი შეხვედრა ,,ოსკარის” 92-ე დაჯილდოების ცერემონიალის კულისებში.
https://www.instagram.com/p/B8edhHMpfNR/?utm_source=ig_embed