LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ბაჩიაშვილზე: „შეიძლება ვიცოდე ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებზე ინფორმაციის გავრცელება სუსის ფუნქციაა – რაც შეეხება იმას, რომ ეს კავშირშია პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან, ეს შეურაცხმყოფელი ვერსიაა“

117
გიორგი ბაჩიაშვილი და ირაკლი კობახიძე

„შეიძლება ვიცოდე ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია“, – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა.

მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა:

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა

„გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით და სათანადოდ ჩატარდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს: „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელ ხიდსა და სადახლოს შორის ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: „ჩემი ინფორმაციით, აქ, გლდანის მერვე დაწესებულებაში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ შემოსახლებული არ არის“

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ადვოკატმა განაცხადა, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია.

მე შეიძლება ვიცოდე ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია და ეს კითხვები მისკენ უნდა იყოს მიმართული. ვერცერთ დეტალზე ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ვერსიას, რომ ბაჩიაშვილის დაკავება ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნასთან არის კავშირში, კობახიძის თქმით, ეს შეურაცხმყოფელი ვერსიაა:

„ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ინტერესებს.

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე, რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას არაფერ სხვასთან არ ჰქონია შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. რა შუაშია აქ რაიმე სხვა დეტალი?! ბევრად უფრო ადრე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე გადაწყვეტილება სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს არის ცარიელი სპეკულაცია“. – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუსმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

ვიდეო: „გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა“ – შსს ახალ დეტალებს ასაჯაროებს

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი „მტკვარი ჰესის“ საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, ქვეყანაში იძულებით…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Monday 26 May 2025
magti 5g